
მეთიუ მაკკონაჰი მაიამის ქუჩებში „ტყიური“ ფორმით დაიარება
პაპარაცებმა მსახიობი მეთიუ მაკკონაჰი მაიამის ქუჩებში უცნაურ ფორმაში დააფიქსირეს. მისი ჩაცმულობა ჰავაის სტილში იყო გადაწყვეტილი, თუმცა საზოგადოებამ შეაფასა, როგორც „ტყიური“ - წერს Daily Mail.
სინამდვილეში 48 წლის მეთიუ მაკკონაჰს ახალ ფილმში „სანაპიროს მაწანწალაში“ იღებენ და ის თავისი გმირის სამოსით დადის, რომელსაც საზოგადოებრივი კლიშეები არ აინტერესებს - ცხოვრობს დღევანდელი დღით, უყვარს თავისუფლება და არავის აქცევს ყურადღებას. კინო სურათი 2018 წელს გამოვა ეკრანებზე.
კომენტარი