
სტრიპტიზი - ყველაზე სექსუალური პროფესია რუსი ქალებისათვის
ცნობილია ქალისა და მამაკაცის ყველაზე სექსუალური პროფესიების რეიტინგი. აღნიშნული მონაცემები ონლაინ-გამოკითხვის შდეგად იქნა მიღებული. გამოკითხვაში მონაწილეობა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან 1839-მა ადამიანმა მიიღო.
ქალბატონების ყველაზე სექსუალურ პროფესიებში, ხმების 30 პროცენტით სტრიპტიზის მოცეკვავე ლიდერობს. მეორე და მესამე ადგილს ბორტ-გამცილებელი და ფოტომოდელი დასჯერდნენ, მათ საერთო ხმების 18 პროცენტი ერგოთ. აღნიშნულ რეიტინგში მოხვდა ისეთი პროფესიები, როგორებიცაა: მედდა, ფიტნეს-მწვრთნელი, მდივანი, მოახლე, მსახიობი და ბალერინა.
რაც შეეხება მამაკაცების ყველაზე სექსუალურ პროფესიებს, ამ შემთხვევაში ხმების 18 პროცენტით ერთპიროვნულად ლიდერობს ფიტნეს-მწვრთნელი, მას სტრიპტიზის მოცეკვავე მამაკაცი მოჰყვება, მესამე ადგილს კი სამხედრო მოსამსახურე იკავებს. სია შეავსეს შემდეგმა პროფესიებმა: მოცეკვავე, ბარმენი, მფრინავი, მაშველი, მოდელი და მეზღვაური.
კომენტარი