
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ იტყობინება
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ იტყობინება:
9 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +16, +21, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსის ფარგლებში იქნება.
20-22 ნოემბერს დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +17 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +6, +11 გრადუსამდე დაიკლებს.
ქ. თბილისში 19-20 ნოემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 21-22 ნოემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემერატურა 19-21 ნოემბერს +13, +15, ხოლო 22 ნოემბერს +9, +11 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
კომენტარი