
პატიმრებმა პატრიარქისგან საჩუქრები მიიღეს – აი, რა იდო სასაჩუქრე ყუთებში
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრებმა არასრულწლოვანთა N11 დაწესებულებაში საჩუქრები მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
„დღეს, 2020 წლის 23 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის არასრულწლოვანთა N11 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ეწვივნენ, უწმინდესისა და უნეტარესის სახელით გიორგობის დღესასწაული მიულოცეს და წიგნები, ტკბილეული და სხვა საჩუქრები გადასცეს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარი