
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 456-მდე გაიზარდა, აქედან 132 უკვე გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 132 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმში - 4949 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 555 ადამიანი რჩება.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
კომენტარი