
15, 16 და 17 ივლისს საქართველოში ამინდი გაფუჭდება
როგორც ამინდის პროგნოზის ბიუროდან იტყობინებიან, 15 ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება. ამინდის მკვეთრი ცვლილება უარესობისკენ 20 ივლისამდე გაგრძელდება, ხვალიდან კი ტემპერატურა 5 გრადუსით დაიწევს.
საქართველოში ამინდის გაუარესება, ძირითადად, რეგიონებში შეინიშნება და რამდენიმე დღის წინ დაიწყო. წყალდიდობის შედეგად პრობლემები შეიქმნა შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. სინოპტიკოსები ამ დღეებში მდინარეების ადიდებასაც არ გამორიცხავენ.
კომენტარი