
იტალიიდან კორონავირუსით დაავდებული პაციენტები შეიარაღებული ძალების თვითმფრინავით გერმანიში ჩაიყვანეს
გერმანიის ქალაქ ლაიფციგის აეროპორტში დაეშვა იტალიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი, რომელმაც გერმანიაში ჩაიყვანა კორონავირუსით COVID-19 დაავადებული პაციენტები. გერმანიას დახმარება იტალიის ხელისუფლებამ თხოვა.
DW-ს ინფორმაციით, თავდაპირველად საუბარი იყო 6 დაავადებულზე, თუმცა, გერმანიაში სავარაუდოდ, ჩაიყვანეს სულ მცირე 8 იტალიელი პაციენტი. საქსონიის ფედერალური მიწის პრეზიდენტის, მიხაელ კრეჩმერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გერმანიას სხვების დახმარებაც შეუძლია.
ამ დროისთვის COVID-19-ის გავრცელების მასშტაბი ყველაზე საგანგაშო იტალიაშია. 24 მარტის 8:30 საათის მონაცემებით, იტლიაში სულ დაავადდა 63 927 ადამიანი. მათგან 6 077 გარდაიცვალა. განიკურნა 7432.
კომენტარი