
პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა?
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის, მამა მიქეილ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, უწმინდესის ბერლინიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, საპატრიარქოში არ გამოჩენილა.
,,რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მამა მიქაელ ბოტკოველმა ასევე დაადასტურა, რომ ახლა სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ იმყოფება.
მამა მიქაელმა შეკითხვაზე - "დატოვა თუ არა სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის პირადი დაცვის უფროსის თანამდებობა" პასუხის გაცემა არ ისურვა.
კომენტარი