
კადრები ოთარ მეღვინეთუხუცესის 80 წლის იუბილედან
მძიმე ავადმყოფობის შედეგად 81 წლის ასაკში დამსახურებული მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა.
მას შესრულებული ჰქონდა 20-მდე კინოროლი, თამაშობდა მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის თეატრებში.
ვინც
არ უნდა განესახიერებინა
- ოტელო თუ მეფე გიორგი, კრეონი თუ ელიოზი, ფიროსმანი თუ ოიდიპოს მეფე, დონ-კიხოტი და არზაყანი, საკუთარ თავს იგი არასდროს ღალატობდა...
უამრავ მსახიობს ჰქონია სურვილი გადაელახა “ქამელეონად ყოფნის” ვნება და სცენასა და ეკრანზე საკუთარი თავი განესახიერებინა,
მაგრამ ყოველმა მსახიობმა იცის, რაოდენ სახიფათოა ეს: რაოდენ დიდია განმეორების საშიშროება, რაოდენ სარისკოა ითამაშო ერთი და იგივე როლი – საკუთარი თავი. თავისი შესრულებული როლებით ეს შეძლო ოთარ მეღვინეთუხუცესმა.
კომენტარი