
სტამბოლის დასახლებულ პუნქტში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი
სტამბოლის გარეუბანში, ჩეკმეკოის ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა.
წინასწარი მონაცემებით, შემთხვევას ოთხი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა, ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის კი არავინ დაშავებულა - ამის შესახებ გამოცემა Hurriyet-ი იუწყება.
ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენმა გაურკვეველ გარემოებაში იძულებითი დაშვება განახორციელა. ერთი ჯარისკაცი, რომელიც შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა, უახლოეს საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კომენტარი