
პირველი სერიული მოერიშე Су-35С
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება 2015 წლამდე რუსეთის სამხედრო ავიაციაში 48 ერთეული, მეოთხე თაობის გაუმჯობესებული მოიერიშე Су-35С გამოჩნდება, ხოლო 2020 წლამდე მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ეს სოლიდური შენამატია. ეს მოიერიშე შექმნილია Су-27-ის ბაზაზე. პირველი საცდელი გაფრენა 1988 წელს განახორციელა. მისი წარმოება 1995 წელს დაიწყო, მაგრამ უკვე ერთ წელში პროექტი შეჩერდა და მისი აღდგენა მასშტაბური მოდერნიზაციის შემდეგ, 2006 წელს მოხდა. ახალმა Су-35С-მა პირველი გაფრენა 2008 წელს განახორციელა. მისი მაქსიმალური სიჩქარეა 2005 კმ/სთ.
კომენტარი