
რუსეთში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა
რუსეთში ბელგოროდის ოლქში მდებარე ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამზე“ იუწყება. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა.
კომენტარი