
Victoria's Secret-ს პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი მოდელი ჰყავს (ფოტოკოლაჟი)
ემირა დისპეინი პირველი ფერადკანიანი ტრანსგენდერი მოდელია, რომელიც Victoria's Secret-მა აიყვანა, - ამის შესახებ Usa Today წერს. დისპეინს TikTok-ის მომხმარებლები კარგად იცნობენ. ის მაყურებლებს მაკიაჟის გაკეთებას ასწავლის. „მინდა, გავაძლიერო ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალები და კაცები მთელ მსოფლიოში, რათა ვაჩვენო მათ, რომ სილამაზისა და მოდის ინდუსტრია იცვლება, განსაკუთრებით - ფერადკანიანებისთვის. ძალიან მადლობელი ვარ Victoria's Secret-თან მუშაობის გამო და იმედი მაქვს, რომ ეს გზას გაუხსნის მათ, ვინც ჩემ შემდეგ იქნება“, - აცხადებს მოდელი.
კომენტარი