
მორჩა: ერთმანეთს არაფერი არ გაგვახსენებს…
უკანასკნელად ვეამბორე მე მუხლებს შენსას,
სამგლოვიაროს და მწუხარეს ვიმღერებ მესას.
მორჩა ყოველი
– ეს სიტყვები ისევ ახსენე.
აღარასოდეს მოვიტყუებ თავს ოცნებებით,
ნაღვლიან მზერით არ დაგიწყებ კვალდაკვალ დევნას.
ჩემთვის არ ქმნილა სიყვარულის ლამაზი სევდა -
გადავივიწყო იქნებ, ძველი მოგონებები.
შენ ჯერ ნორჩი ხარ: სული შენი მშვენიერია,
კიდევ მრავალი შეგიყვარებს, ტურფა ფერიავ..
კომენტარი