სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეპერი შონ DIDDY კომბსის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის კიდევ 120 სარჩელი მზადდება

ადვოკატების განცხადებით 100-ზე მეტი ახალი სარჩელი მზადდება რეპერი შონ კომბსის (იგივე Puff Daddy) წინააღმდეგ, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.

შონ კობსს სექსუალური ძალადობისთვის უჩივიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები. 120 მომჩივანიდან 25, შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი იყო, მათგან ყველაზე ახალგაზრდა 9 წლის, სავარაუდო მსხვერპლების უმეტესობა აფროამერიკელია, 120-დან მხოლოდ მესამედია თეთრკანიანი.

სარჩელები 20-წლიან პერიოდს მოიცავს, განსაკუთრებით ბევრი სავარაუდო ძალადობის შემთხვევა 2000 - 2010 წლებში მოხდა, ყველაზე ხშირად ნიუ-იორკში, მაიამიში და ლოს ანჯელესში. ადვოკატის თქმით, ეს ყველასთვის კარგად ნაცნობ ადგილებში ხდებოდა, სასტუმროებში, კერძო რეზიდენციებში, სადღესასწაულო წვეულებებზე, ალბომების გამოშვების აღნიშვნებზე, კასტინგებზე და ყველაზე ცნობილ Diddy-ს თეთრი წვეულებებზე.

კომბსის პრობლემები 2023 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მის წინააღმდეგ რამდენიმე ქალმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა. რეპერს ძალადობასა და ექსპლუატაციაში სდებდნენ ბრალს. მომჩივანთა შორის იყო Diddy-ს ყოფილი მეგობარი ქალი კესი ვენტურა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კომბის ადვოკატებმა საქმე მალევე დაარეგულირეს, რეპერი 2024 წლის 16 სექტემბერს, მისი სახლის გაჩხრეკის შემდეგ, მაინც დააკავეს და პატიმრობაში დატოვეს.

პროკურატურის მტკიცებით, კომბსი თავის მუსიკალურ იმპერიას ქალების ექსპლუატაციისთვის, ე.წ. freak off წვეულებების (მრავალდღიანი სექსუალური ღონისძიება, დიდი ოდენობის ნარკოტიკების მოხმარებითა და რიგ შემთხვევაში სექსის იძულებით) ორგანიზებისთვის იყენებდა. სხვადასხვა ცნობებით საღამოები მოიცავდა რთულ სექსუალურ პერფორმანსებს, რომლებიც ზოგჯერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევით რჩებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100