ხანძარს თბილისში 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა
ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა.
მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს. დამწვარია 60 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი.
ადგილზე მობილიზებული იყო 7 სახანძრო - სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური.
კომენტარი