ქართველი მომღერლები ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად 12 მაისს კონცერტს გამართავენ
12 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. საღამოს ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული კონგრესი" უწევს.
ჯაბა 8 წელია ლოგინს არის მიჯაჭვული. უკიდურესი გაჭირვების გამო მას და მის ოჯახს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. კონცერტის მიზანია, შემოსული თანხით დაეხმაროს და შეუმსუბუქოს ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფება.
ბილეთები ფილარმონიის სალაროში და tkt.ge-ზე გაიყიდება. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასია : (10.15.20) ლარია.
პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი, სახე, დათო ხუჯაძე, ნინო ჩხეიძე, ქუჩის ბიჭები, თეატრალურის კვარტეტი, ალილო (ლაშა ღლონტი), ანრი ჯოხაძე, გიო ხუციშვილი, ოთიკო ანდრიაძე, ნოდიკო ტატიშვილი, გოგა მესხი, დათუნა მგელაძე, სეიშენი, ნინი ბადურაშვილი, დათო არჩვაძე, ანი სირაძე, ოთო ბერიშვილი და ირაკლი ილურიძე (ბინგო), ანი ღონღაძე, შოთი და რეზი ქარცივაძე,
ნიკოლშოუ.
კომენტარი