სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თაღლითობა და რუსული სპეცოპერაცია - საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებზე BBC-თან საუბრობს

თაღლითობა და რუსული სპეცოპერაცია - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი bbc-სთან ინტერვიუში 26 ოქტომბრის არჩევნებს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლების შესანარჩუნებლად არჩევნები ტოტალურად გააყალბა. ზურაბიშვილი საერთაშორისო პარტნიორებისგან დახმარებას ითხოვს.

საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააცნობიერონ, რა ხდება და უნდა დაუდგნენ ქართველ ხალხს გვერდით - ამბობს პრეზიდენტი.

როცა ვამბობ, რომ ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, ვსაუბრობ, ვგულისხმობ, რომ ეს იყო ძალიან დახვეწილი სტილის თაღლითობა. ეს ჩვენთვის ახალი არ არის, ჩვენ ველოდით, რომ იქნებოდა რაღაც ელემენტები გამოყენებული, თუმცა არა ამდენად. ეს გადამწყვეტი მომენტია, რადგან განსხვავებით წინა არჩევნებისგან, ჩვენ ახლა არ ვაძლევთ ხმას რომელიმე პარტიას მეორეს ნაცვლად. ეს არ არის საკითხი, რომელიც საშინაო საქმეს ეხება. ეს არის ხმის მიცემა იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს, როცა ჩვენ სტატუსი მივიღეთ. ქართველ ხალხზე არის დამოკიდებული რომ თქვას, სად დგას, ისევე, როგორც ქართული საზოგადოება დადგა ერთად რუსული კანონის მიღების დროს. ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ ის პროევროპულია, ამიტომაც მიიღო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. ახლა საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჭიროა ჩვენება იმისა, რომ ეს არ არის ის, რაც ქართულ საზოგადოებას უნდა.
საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააცნობიერონ, რა ხდება და უნდა დაუდგნენ ქართველ ხალხს გვერდით და არა პარტიას, რომელმაც არჩევანი წაართვა მათ. საჭიროა მხარდაჭერა იმისთვის რომ არ იყოს მარტივი რუსეთისთვის აღადგინოს მისი დომინანტობა მის სამეზობლოში", - ამბობს ზურაბიშვილი.

ერთ დღეში სალომე ზურბიშვილმა ინტრვიუ 18 საერთაშორისო მედიას მისცა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100