სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასამართლოში მერაბიშვილს ტაშით შეხვდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დარბაზში მყოფი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ლიდერები და მხარდამჭერები მერაბიშვილს ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. საქმეს მოსამართლე ბადრი შონია იხილავს. პროკურატურას კი შოთა ტყეშელაშვილი და ნათია სონღულაშვილი წარმოადგენენ.
ვანო მერაბიშვილმა, ქუთაისში გამართული პროცესის მსგავსად, ფაქტობრივი მისამართი ვერც ამჯერად გაიხსენა და დარბაზიდან შეახსენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო ვანო მერაბიშვილისთვის კიდევ ერთ საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. საქმე ეხება 26 მაისის თემას. პროკურატურამ მერაბიშვილისთვის ბარლის დამძიმების შესახებ განცხადება 28 მაისს გააკეთა.

მერაბიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად 2011 წლის 26 მაისს დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის. დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვანო მერაბიშვილს ორთვიანი პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100