სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას ახსენებს მერაბიშვილი ღარიბაშვილს?

გაოცებული ვარ საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „რაშა თუდეისთვის“ მიცემული ინტერვიუთი.

ბატონი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მისი მუშაობის დროს, პოლიციის რეიტინგი ორჯერ გაიზარდა. მინდა მას შევახსენო, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ყველა სანდო გამოკითხვის თანახმად, საქართველოს პოლიციის რეიტინგი მერყეობდა 80-90% ფარგლებში. შესაბამისად, მისი ორჯერ გაზრდა, თეორიულად შეუძლებელი იქნებოდა.

კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე იაფფასიანი ტყუილების გავრცელების ნაცვლად, კარგი იქნებოდა, პრემიერ-მინისტრს კრიზისში მყოფ ქვეყნის ეკონომიკასა და გაზრდილ კრიმინალზე ეზრუნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100