
გაზაფხულზე არ ვკოცნიდით ერთმანეთს, შევიკავოთ თავი ახლაც – გამყრელიძე
გახსოვთ, გაზაფხულზე არ ვკოცნიდით ერთმანეთს, არ ვეხუტებოდით, შევიკავოთ თავი ახლაც, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მოდით, დავძლიოთ ემოციები, არ არის საჭირო ერთმანეთის გადახვევა“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 179ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცრებულების რაოდენობა 2937-ს შეადგენს.
კომენტარი