
ქმრისგან მოკლული ქალის უკანასკნელი პოსტი – რას სთხოვდა ღმერთს მსხვერპლი ტრაგედიის დატრიალებამდე
„ღმერთმა ყველა დედას ჯანმრთელად უმყოფოს შვილები.“ – ეს ერთ-ერთი ბოლო პოსტია დედის, რომელიც გუშინ ღამე ხელვაჩაურში შვილთან ერთად მეუღლემ გამოასალმა სიცოცხლეს.
გულო ფუტკარაძეს ნათესავები დადებით პიროვნებად ახასიათებენ. ნათესავების თქმით, მამაკაცს, რომელმაც ჯერ ცოლ-შვილი მოკლა და მერე თავი მოიკლა, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
შეგახსენებთ, ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
კომენტარი