
ბათუმში, კლინიკიდან კოვიდპაციენტი გადმოხტა
ბათუმის ერთ-ერთი კლინიკიდან კოვიდპაციენტი მესამე სართულიდან გადმოხტა.
ბათუმის სამედიცინო ცენტრში ფაქტს ადასტურებენ. კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტი, 47 წლის მამაკაცი ცოცხალია და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
კომენტარი