
ყაჩაღობა სოფელ ზომლეთში - თავდამსხმელებმა 60 წლის მამაკაცი აწამეს
60 წლის მამაკაცი აწამეს ყაჩაღებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში. თავდასხმისას შოთა ბოჭორიშვილის სახლში ორი დამნაშავე შეიჭრა.
ისინი იარაღის მუქარით ფულს მოითხოვდნენ. დაზარალებულის წინააღმდეგობის შემდეგ კი, 2 საათის განმავლობაში აწამებდნენ მას. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
კომენტარი