ბათუმში საერთაშორისო პრინტ ფესტივალი გაიხსნა
საქართველოში პირველად პრინტის საერთაშორისო ფესტივალი „LIFE N STYLE“ ტარდება, რომელსაც წელს ბათუმი მასპინძლობს. ნამუშევრები სამ სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში 17 აგვსიტოდან 7 სექტემბრამდე იქნება წარმოდგენილი.
თი ბი სი ბანკის გალერეაში ფესტივალის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრო.,,ფესტივალის მიზანია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების - ბეჭდვითი მედიის განვითარება და პოპულარიზაცია. მოხარული ვარ, რომ ფესტივალი პირველად ბათუმში იმართება, ვფქირობ, კარგი იქნება თუ ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და მომავალ წელსაც ჩატარდება." - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
საერთაშორისო პრინტ ფესტივალში ქართველი, ინგლისელი, გერმანელი,თურქი და სომეხი ხელოვანები მონაწილეობენ. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა ვორქშოფები.
პროექტი „LIFE N STYLE“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ასოციაციის „არტ კავკასია“ ორგანიზებით იმართება.
პრინტ ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს 18 აგვისტოდან ხელოვნების მუზეუმში, ხოლო 19 აგვსიტოდან - თანამედროვე ხელოვნების სივრცეში შეუძლია.
კომენტარი