სოკარი უსაფრთხოების უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი გაზგასამართი სადგურებით შედის ბაზარზე
2013 წლის 22 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნება სოკარის ავტოგასამართი ქსელის რიგით მე-100 და 101-ე, ხოლო ავტოგაზგასამართი სადგურების, რიგით მე-2 და მე-3 ავტოგაზგასამართი სადგურები.
15:30 - ქ.თბილისი, ისნის ხიდთან (აეროპორტის ტრასა), კახეთის გზატკეცილსა და დამხარისხებელ ჩიხს შორის მდებარე ავტოგაზგასამართი სადგური (გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება მხოლოდ ამ ავტოგაზგასამართ სადგურზე);
17:00-17:30 საათზე - გურამიშვილის ქ.N84-ში მდებარე ავტოგაზგასამართი სადგური.
სოკარის ახალი ავტოგაზგასამართი სადგურები აღჭურვილია არგენტინულ ბრენდ ,,Galileo’’-ს ბოლო თაობის გაზ-საკომპრესორო დანადგარებით, რომელიც უზრუნველყოფს გაზის სწრაფ და უსაფრთხო ჩატუმბვას მომხმარებლის ავტომობილში. მაღალტექნილოგიური ბუნებრივი აირის კომპრესორი არ საჭიროებს საკომპრესორო შენობას, რადგანაც მოთავსებულია მიკრობოქსში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ხანძარსაწინააღმდეგო და დაცვითი ტექნოლოგიით.
სოკარის ავტოგაზგასამართ სადგურზე მომხმარებელებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ სპეციალური სერვის-ბლოკებით, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ საბურავების წნევის რეგულირებას, ავტომობილში წყლის დამატებას, სალონის ამოწმენდასა და სხვა. აგრეთვე, კახეთის გზატკეცილის ავტოგაზგასამართ სადგურზე იფუნქციონირებს მარკეტი, რომელიც მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.
სულ ობიექტებზე დასაქმდება 25 ადამიანი.
სოკარის ავტოგაზგასამართ სადგურებს, სხვა სტუმრებთან ერთად, გახსნის ,,სოკარ ენერჯი ჯორჯია’’-ს გენერალური დირექტორი - ბატონი მაირ მამედოვი.
საკონტაქტო პირი:
ირაკლი ზუბიტაშვილი 577 222 524
კომენტარი