"საზოგადოებრივ მაუწყებელს ლაივის უფლება მაინც მიეცით" - კადრები მიხეილ სააკაშვილის სასამართლოდან (ვიდეო)
საზოგადოებრივ მაუწყებელს ლაივის უფლება მაინც მიეცით - ამ სიტყვებით მიმართა გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეს.
პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს და მას უგულავაც ესწრება. მისივე თქმით, თავადაცაა ბრალდებული 7 ნოემბრის საქმეზე და შესაბამისად აქვს უფლება სხდომას დაესწროს.
უგულავას სხდომაზე ფეისბუქ-ლაივი ჰქონდა ჩართული, რის გამოც მოსამართლემ ის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დარღვევაში დაადანაშაულა.
"ამ პროცესს, მას შემდგ რაც მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში და იმყოფება პატიმრობაში, განსაკუთრებული საჯარო ინტერესის საგანი. არგუმენტები, რომელიც მოგყავთ, რომ აქამდეც ვატარებდით და რატო არ გაინტერსებდათ, აბსოლუტურად არათანაზომადია იმ კონკრეტულ ვითარებაში, რაშიც დღეს ვიმყოფებით.
რატო არ შეუძლია სიგნალი მისცეს, ან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში გადასცს ეს პროცესი? რატომ არ შედის საჯაროობა თქვენს ინტერესში?" მიმართა უგულავამ მოსამართლეს.
კომენტარი