"მის ბრიტანეთისა" და მისი შეყვარებულის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით მათმა მეგობრებმა დაასრულეს
დრონი.ჯი ივნისის ბოლოს წერდა "მის ბრიტანეთი 2009"-ის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, სოფი გრეიდონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
რამდენიმე დღის წინ თავი მოიკლა მისმა შეყვარებულმა, აარონ არმსტრონგმა, რომელმაც დანაკარგის მწუხარებას ვერ გაუძლო და სიცოცხლის სურვილი დაკარგა.
ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია 23 წლის დილანისა და 27 წლის დერილ სმიტების თვითმკვლელობის შესახებ, რომლებიც ძმები იყვნენ და სოფისთან ბავშვობიდან მეგობრობდნენ. მათი მამა მიმართავს საზოგადოებას, რომ დაეხმარონ მგლოვიარე ადამიანებს, დანაკარგით გამოწვეულ სტრესთან გამკლავებაში, რათა სხვებმაც არ მოისწრაფონ სიცოცხლე ნაადრევად.
"ჩემი ვაჟები და სოფი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ და მეგობრობდნენ. რამხელა ტრაგედიაა - ერთი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეულმა ტკივილმა სამს თავი მოაკვლევინა. ეს ყველაფერი უმოკლეს დროში მოხდა და თვითმკვლელობების სერია ეპიდემიასავით გავრცელდა. ეცადეთ, მგლოვიარე ადამიანებს გვერდში დაუდგეთ, რათა იგივე არ ჩაიდინონ, რაც ამ ახალგაზრდებმა და ჩემმა შვილებმა გააკეთეს" - აღნიშნავს გარდაცვლილი ძმების მამა.
სოფი გრეიდონმა 20 ივნისს მოიკლა თავი. ერთი შეხედვით მხიარული და გულღია გოგონა დეპრესიას ვეღარ გაუმკლავდა და მისი სიკვდილით ტრაგედიათა ჯაჭვი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
კომენტარი