სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ 10 ათას ლარიანი ჯილდო დააწესა

რამდენიმე დღის წინ, თბილისის გარეუბანში საკუთარ სახლში 80 წლის ქალბატონი დააყაჩაღეს

ყაჩაღობა თბილისში - სანზონაში, კაჭრეთის ქუჩის 22 ნომერში მოხდა.

ლუბა ჯანგირაშვილს ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა და სახლიდან სამი ათასი დოლარი გასტაცეს. დაშავებული საავადმყოფში გადაიყვანეს. დაზარალებულის მეზობლების თქმით, ლუბა ჯანგირაშვილი მარტო ცხოვრობს, მისი ოჯახის წევრები კი საზღვარგარეთ იმყოფებიან.

ამ თემაზე ლეონიდ ჩერნოვეცკიმ სპეციალური განცხადება გააკეთა: „რა ნაძირალა უნდა იყო, რომ მოხუცს თავს დაესხა, სცემო და ბოლო ფული წაართვა! ნუთუ ქართველები მოხუცების პატივისცემისა და თანაგრძნობის ტრადიციებს კარგავენ?!

ჩემი გვერდის ძვირფასო სტუმრებო, თუ რომელიმე თქვენგანი ფლობს დეტალურ ინფორმაციას ამ საშინელი შემთხვევის და ამ ქალბატონის საჭიროებების შესახებ, მე მზად ვარ, მას დახმარება გავუწიო!
და მე ვაწესებ ჯილდოს 10 000 ლარის ოდენობით, ვინც მოგვცემს ამ მოძალადეების შესახებ ინფორმაციას!
შენიშვნა: მოწოდებული ინფორმაციის სანაცვლოდ ჯილდოს გაცემის პირობები გამოქვეყნდება უახლოესი 5 დღის განმავლობაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100