სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონ ბასის რეაქცია ოქრუაშვილის განცხადებაზე

„ქართული პარტიის“ მიერ 16 მაისს აშშ-ს საელჩოსთან დაგეგმილ აქციასტან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა ჯონ ბასმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ " სიტყვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ძირითადი ქვაკუთხედი, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება.“

ელჩის თქმით, აშშ დიდი პატივისცემით ეკიდება ამ თავისუფლების გამოხატვას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა პოლიტიკური ძალის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და ამოცანებს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ყოფილა შემთხვევები შეკრებებისა და საპროტესტო აქციებისა და შესაძლოა, ეს არ იყოს ბოლო შეკრება“-თქვა ჯონ ბასმა.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში „ქართული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა:«ძალიან ბევრი აქცია გვაქვს დაგეგმილი, თუ როგორ უნდა მივიდეთ გამარჯვებამდე და ერთ-ერთი მათგანი მდგომარეობს სათავესთან მისვლაში და ონკანის გადაკეტვაში. ეს ონკანი მდებარეობს დიღომში, აშშ-ს საელჩოში, საიდანაც მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც იწამლება ქართული საზოგადოება.

16 მაისს ჩვენ გავაკეთებთ ჩვენი თბილისის აქტივის მობილიზებას აშშ-ს საელჩოსთან. მოვუწოდებთ რიგით თბილისელებს, მოვიდნენ და პროტესტი გამოხატონ იმის წინააღმდეგ, რაც აშშ-დან მომდინარეობს, მათი პირდაპირი და არაპირდაპირი მხარდაჭერით არსებული რეჟიმისადმი, რომელიც საკუთარ ხალხზე ძალადობს, რომელსაც დემოკრატიის მანტია აქვს მოსხმული სხვა ტიპის სხეულზე. ჩვენ ვაპირებთ, მათ პირდაპირ ვუთხრათ, რომ ამ რეჟიმის მხარდაჭერით ისინი ასამარებენ დემოკრატიას საქართველოში.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100