14 ნიშანი, რომ უყურებ სერიალს და ეს სერიალი არის ლათინოამერიკული…
1. ყურება შეიძლება ნებისმიერი სერიიდან;
2. მთავარი გმირი გოგონა ღატაკია დაბადებიდან ან უსამართლოდ დააკარგვინეს მემკვიდრეობა;
3. ქალწულობას კარგავს პირველივე კადრებიდან ან, როგორც ერთადერთ სიმდიდრეს, დაჰკანკალებს მას, როგორც კვერცხს ქათამი;
4. თუ კარგავს ქალწულობას, აუცილებლად თივის ზვინზე, უკიდურეს შემთხვევაში – ბუნების წიაღში;
5. ფილმის გმირები აუცილებლად იყოფიან ორად – ძალიან კარგ და ძალიან ცუდ პერსონაჟებად;
6. მოქმედი პირები მიდრეკილნი არიან ავადმყოფობებისადმი – ავად ხდებიან უმეტესად იშვიათი, განუკურნელი დაავადებებით, მაგალითად კიბოთი ან შიდს–ით;
7. მოქმედ პირებს ხშირად აქვთ მეხსიერების დაკარგვა, უნებლიე ორსულობა, მოულოდნელი მშობიარობა (ფეხმძიმობა ვერ შეატყვეს), ავტოკატასტროფა ქორწილის წინა დღით და სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები – კომა, პარალიჩი, საშვილოსნოსგარე ორსულობა და ა,შ.;
8. მათ სნეულებებს გააჩნიათ თვითგანკურნებადობის განსაკუთრებული უნარი;
9. მოქმედი პირები გამუდმებით დგანან ინცესტის ზღვარზე, რადგან ყველანი ერთმანეთის დები, ძმები, საყვარლები, მამები და შვილები არიან – თუმცა უმეტესწილად ამას ვერ ხვდებიან;
10. ყველანი მართლლმორწმუნე კათოლიკეები არიან;
11. მთავარი გმირი ქალი 70 წლისაც რომ თხოვდებოდეს, ფლერდორანჟებით გაწყობილი თეთრი კაბა აცვია;
12. ქორწილი არ შედგება, თუკი სერიალი მხოლოდ რამდენიმე თვეს გრძელდება;
13. მცირე განათლების მქონე მთავარი გმირი გოგონა უეცრად დიდ წარმატებას აღწევს ბიზნესში;
14. ვერცერთ საიდუმლოს ვერ მოყვები ისე, ვინმემ რომ არ მოგაყურადოს.
კომენტარი