სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ შევიძინოთ ავიაბილეთები იაფად

მოგზაურობა, ეს არის ყველასათვის სასიამოვნო და დაუვიწყარი გამოცდილება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონახულება, მათი ისტორიისა და კულტურის გაცნობა და კერძების დაგემოვნება, საშუალებას იძლევა, თავიდან აღმოაჩინო საკუთარი თავი.

რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ფინანსებთანაა დაკავშირებული და ბევრი ადამიანი სწორედ ამის გამო იკავებს თავს მოგზაურობისგან. თუმცა, არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი იმისათვის, რომ ეს ოცნება რეალობად იქცეს და სულაც არ არის საჭირო ამისათვის დიდი თანხების გამოყოფა.

მე გასწავლით მარტივ გზებს იმისათვის რომ შეიძინოთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად და მოინახულოთ თქვენთვის საოცნებო ადგილები. ეს იმაზე ადვილი და ხელმისაწვდომია, ვიდრე წარმოგიდგენიათ!



1. ავიაბილეთები შეიძინეთ წინასწარ

ეს ერთ-ერთი ყველაზე მინიშვნელოვანი ფაქტორია, რაც უნდა გაითვალისწინოთ იმისათვის, რომ ბიუჯეტურად იმოგზავუროთ. თუ გაქვთ საშუალება რომ ბილეთები შეიძინოთ მოგზაურობამდე 1.5 - 2 თვით ადრე, თქვენ მიიღებთ ყველაზე კარგ შემოთავაზებას ავიაკომპანიებისგან. თუ ფრენამდე ცოტა დრო არის დარჩენილი, შესაბამისად ადგილების რაოდენობაც მცირდება და სწორედ ეს განაპირობებს ავიაბილეთებზე ფასის მატებას.



2. აირჩიეთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები

რა თქმა უნდა, ეს ავიაკომპანიები ისეთ მომსახურებას ვერ გთავაზობენ, როგორსაც მსოფლიოს წამყვანი 5 ვარსკვლავიანი ავიაკომპანიები, თუმცა ისინი საშუალებას გაძლევენ აიხდინოთ ოცნება და ეს ნამდვილად ღირს რამდენიმე საათიან მცირე დისკომფორტად და რაც მთავარია, თანხის დაზოგვად.



3. არ წაიღოთ ჩასაბარებელი ბარგი

როგორც მაღალბიუჯეტური, ასევე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები ჩასაბარებელ ბარგს მაღალ ფასად გთავაზობენ, ამიტომ, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, უარი თქვით მასზე და ისარგებლეთ მხოლოდ უფასო ხელბარგით, რომელიც შედის ავიაბილეთების ღირებულებაში. ეს თქვენ ხარჯებს კიდევ უფრო შეამცირებს.



4. მოგზაურობისთვის გაითვალისწინეთ სეზონი

ალბათ იცით რომ ზაფხული და ზამთარი ყველაზე პოპულარულ სეზონებად ითვლება. ზაფხულში ივლისი და აგვისტო, ხოლო ზამთარში საშობაო პერიოდია ყველაზე მოთხოვნადი და შესაბამისად ავიაბილეთების ფასიც შედარებით მაღალია. ამიტომ, უმჯობესია, თქვენი მოგზაურობა დაამთხვიოთ არასეზონურ პერიოდს. თანაც, ალბათ, უკეთესადაც შეძლებთ ყველა თქვენთვის საინტერესო ადგილის მონახულებას და მეტად ისიამოვნებთ თქვენი მოგაურობით.



5. ყურადღება მიაქციეთ კვირის დღეებს

ფასები დღეების მიხედვით ცვალებადია. თუ თქვენ გსურთ შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები, მაშინ, შაბათ-კვირის ნაცვლად აირჩიეთ სამუშაო დღეები, ეს ნამდვილად დაგაზოგინებთ თანხას.



6. ფრენისთვის სწორად შეარჩიეთ დღის მონაკვეთი

თუ გსურთ რომ ავიაბილეთები იაფად შეიძინოთ, მაშინ ეს ხრიკი გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ, რომ ფასზე დღის მონაკვეთიც ახდენს გავლენას. თუ თქვენ შეძლებთ ცოტა ხნით უარი თქვათ კომფორტზე და შეიძენთ ავიაბილეთს დილის რეისზე, მაშინ შუადღის და საღამოს რეისებთან შედარებით დაბალ ფასად შეძლებთ მათ შეძენას.



7. შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთი ერთდროულად

თუ ორი გზის ავიაბილეთის შეძენას აპირებთ და ერთი ავიაკომპანიით სარგებლობთ, უმჯობესია შეიძინოთ ერთდროულად. ასეთ შემთხვევაში ავიაკომპანიები შედარებით დაბალ ფასად გთავაზობენ ავიაბილეთებს, ვიდრე ცალ-ცალკე შეძენის შემთხვევაში.



8. ისარგებლეთ ტრანზიტული რეისით

არ არის აუცილებელი პირდაპირ იმ ქალაქში ჩაფრენა, სადაც მიემგზავრებით, თუ ეს შედარებით მაღალფასიანი ავიაბილეთების შეძენას გულისხმობს. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრანზიტული რეისით, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა ქალაქის აეროპორტში მოგიწევთ მოცდა რამდენიმე საათით, იქედან კი დანიშნულების ქალაქში გაემგზავრებით.

ან, შეგიძლიათ გაემგზავროთ ახლომდებარე ქალაქში, საიდანაც საკმაოდ იაფად შეძლებთ მატარებლის ან ავტობუსის საშუალებით მოხვდეთ თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე.



9. ავიაბილეთების იაფად შესაძენად, გამოიყენეთს საძიებო სისტემა

აუცილებლად გამოიყენეთ საძიებო სისტემა და არა უშუალოდ რომელიმე ავიაკომპანიის ვებ-გვერდი. რადგან ამ შემთხვევაში დამოკიდებული ხართ მხოლოდ ერთი ავიაკომპანიის შემოთავაზებებზე. საძიებო სისტემა კი გაძლევთ საშუალებას ერთ სივრცეში ნახოთ ყველა ავიაბილეთი თქვენთვის სასურველ მიმართულებაზე და აარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი.

არსებობს ბევრი საძიებო სისტემა, როგორც უცხოური, ისე ქართული. თუმცა მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ისეთი სისტემა, რომელიც მორგებულია თქვენზე და მარტივად შეძლებთ მის გამოყენებას.

სწორედ ასეთია https://avia.ge/ -ს საძიებო სისტემა, რომელიც ავიაბილეთების მოძიებას საკმაოდ კომფორტულს და მარტივს ხდის. შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია ფასების, თარიღების, ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მიხედვით, ისარგებლოთ ფასების კალენდარით და ააწყოთ სასურველი რეისები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100