სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაზე მიგვანიშნებს თვალის ფერი და მოყვანილობა?

თვალებს სამართლიანად უწოდებენსულის სარკეს“, თვალების მიხედვით ყოველთვის განსაზღვრავენ ადამიანთა შინაგან განცდებს.

დიდი თვალები–მიგვანიშნებენ მგრძნობელობაზე, მდიდარ სულიერ სამყაროზე.
პატარა ზომის თვალები–უფრო ეკუთვნით გულჩათხრობილ,თვითკმაყოფილ და ჯიუტ ადამიანებს.

ფართო ფერადი გარსი–სიმშვიდისა და რბილი ხასიათის ნიშანია. ვიწრო ფერად გარსს კი საპირისპირო ნიშნები ახასიათბს. შავი,ყავისფერი და მწვანე ფერადი გარსი აღნიშნავს ენერგიულობას.

ცისფერი–მგრძნობელობას, ყავისფერი მორცხვობას. რაც უფრო მუქია თვალის ფერადი გარსი, მით უფრო კარგია და დიდი ხნის სიცოცხლის მანიშნებელია.

თვალების განლაგებაც ბევრს გვეუბნება. ერთ ჰორიზონტალურ ხაზზე ორივე თვალი–კეთილი ნიშანია. ქვემოთ დახრილი თვალები მამაკაცებში გამბედაობის მანიშნებელია, ხოლო ქალებში–არაკეთილგონიერების.

შებერილი ქვედა ქუთუთო–ქარიშხლიანი და მღელვარე ცხოვრების დამადასტურებელია.

თუ ქვედა და ზედა ქუთუთოები ერთნაირადაა გაბერილი,ეს ცხოვრებისგან გადაღლილობის მანიშნებელია.

როცა თვალების გარეთა კუთხეები“იძირება“ განტოლვილ ნაოჭებში, ეს გამჭრიახობის ნიშანია.

ვიწრო თვალები უნებისყოფოს მანიშნებელია, მოხამხამე თვალები კი მშიშრობის, საამური და ცქვიტი თვალები პატრონის დღეგრძელობაზე მეტყველებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100