სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ანდერს ფოგ რასმუსენის მინიშნებები რუსეთისთვის

ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხებში ნატოსა და რუსეთის თანამშრომლობა და პოლიტიკური სარგებლიანობა, შესაძლოა, ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ სწრაფი შედეგის მოლოდინი ამ მხრივ არ შეიძლება ვიქონიოთ, - ამის შესახებ კვირას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა „იტარ-ტას“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ უნდა იყოს ორი განსხვავებული ანტისარაკეტო სისტემა, რომლებიც, ერთი მხრივ, მჭიდროდ იქნებიან დაკავშირებული ერთმანეთთან, რათა ეფექტურად დაიცვან თავიანთი ტერიტორიები და დაიცვან როგორც რუსეთის, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების სუვერენიტეტი“, - აღნიშნა ფოგ რასმუსენმა.

ამავე დროს, რასმუსენმა ღიად მიანიშნა, რომ ალიანსს ხელს არ აძლევს რუსეთის მიერ გასულ წელს, ლისაბონის სამიტზე გაკეთებული შემოთავაზება ე. წ. „სექტორალური მიდგომის“ შესახებ.

„ნატოს აღებული აქვს ვალდებულება, დაიცვას ყველა წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოება. ამიტომაც, ჩვენ ამ უფლებით კიდევ ვინმეს დელეგირება არ შეგვიძლია. ისევე, როგორც არ ველოდები, რომ რუსეთი ნატოს გადასცემს თავისი უსაფრთხოების დაცვას. ჩვენთვის ცნობილია, რომ მინიმუმ, 30 სახელმწიფოს აქვს ან მიილტვის ჰქონდეს ბალისტიკური რაკეტების შექმნის ტექნოლოგია. მათი ნაწილის სამხედრო პროგრამები, შესაძლოა, ნატოს ტერიტორიასაც მისწვდეს. ეს საფრთხე გენეიტრალებული იქნება, როცა ჩვენ ჩვენი დაცვის მექანიზმებს შევიმუშავებთ, ამიტომ მოცდა არც ნატოს შეუძლია“ - ხაზი გაუსვა ფოგ რასმუსენმა.

მნიშვნელოვანია, რომ ეს განცხადებები ანდერს ფოგ რასმუსენმა 4 ივლისს სოჭში დაგეგმილი ნატო-რუსეთის მორიგი შეხვედრის წინ გააკეთა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100