სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარტყოფში ძმისშვილმა ბიძა დაჭრა

გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ მარტყოფში ძმისშვილმა, ცეცხლსასროლი იარაღით, 65 წლის ბიძა დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძასა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ძმისშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რა დროსაც 23 წლის კაცმა ბიძას ცეცხლსასროლი იარაღით, მუცლის არეში, მრავლობით დაზიანება მიაყენა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100