ვალერი გელაშვილს ინტერპოლით მოძებნიან
ვალერი გელაშვილს ვენესუელა ეძებს. ცხადია, სერიალში გადასაღებად არ მოძებნიან. საქმე ისაა, რომ ვალერის ლათინო ამერიკული ქვეყნის პოლიცია ეძებს. სად გელაშვილი და სად ვენესუელა?
თურმე ნუ იტყვით, გელაშვილი წლების წინ, ლიტვიდან გაქცეულა და ვენესუელისთვის შეუფარებია თავი. მხოლოდ მიამიტებს და პოლიტიკურად ბეცებს ეგონებათ, რომ ეს ქვეყანა საქართველოსთან კინემატოგრაფიული სიახლოვის გამო შეარჩია. საქართველო და ვენესუელური სერიალები არაფერ შუაშია. რუსეთია აქ მთავარი.
უგო ჩავესის რეჟიმისა და რუსეთის სიახლოვემ გადააწყვეტინა ვალერას (როგორც რუსები იტყვიან), იქ დამალვა. წასულა და დრო უქმადაც არ დაუკარგავს. ვენესუელას პოლიციის ინფორმაციიით, მას დანაშაულებრივი სინდიკატი შეუქმნია და სწორედ ამიტომ ეძებს დღეს იქაური პოლიცია.
მალე, შესაძლოა, საქმეში ინტერპოლიც ჩაერთოს და წითელი ცირკულარით რომ დაიწყებენ ვალერიკას ძებნას, მერე იქნება ცუდად საქმე. წინასწარი ინფორმაციით, გელაშვილს ჩავესის პოლიცია თრეფიკინგის, ფულის გათეთრებისა და „პროსტიტუციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ეძებს... იმ შემთხვევაში, თუ გელაშვილს ინტერპოლი მოიკითხავს, იგი საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდება...
კომენტარი