სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დოსიე": რუსეთს ევროპაში დივერსიების მოსაწყობად ქართველი "კრიმინალების" გამოყენება სურს

საქართველო ახალი, ხმაურიანი საქმის შუაგულში - რუსეთს ევროპაში დივერსიების მოსაწყობად ქართველი კრიმინალების გამოყენება სურს. სკანდალური ჟურნალისტური გამოძიება "დოსიემ" გამოაქვეყნა. რუსეთის სამხედრო დაზვერვიდან ახალმა საბუთებმა გამოჟონა.

ამ დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში არეულობების მოსაწყობად სჭირდება ხალხი, ვისაც ევროპაში უვიზოდ გადაადგილება შეუძლია, ამიტომ ფსონს ქართველ და მოლდოველ კრიმინალებზე დებენ, წერს "დოსიე".

რუსეთის სამხედრო დაზვერვა მათ გადაბირებას ძირითადად სოცილური ქსელის საშუალებით ახდენს და დავალებაზე უშვებს.
2024 წლის პირველ ნახევარში ევროპაში ათზე მეტი ადამიანი დააკავეს რუსეთის მიერ შეკვეთილი დივერსიის განხორციელების ან მომზადების ბრალდებით. მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს მსგავს ბრალდებებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100