სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

28 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს

9 საათზე მეტია, ქობულეთის რაიონის სოფელ მუხაესტატეში პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავეს არჩილ ცეცხლაძეს ეძებენ. მის საცხოვრებელ სახლში ხალხმრავლობა მას შემდეგ შეინიშნება, რაც გავრცელდა ამბავი, რომ ქობულეთის ცენტრში მომხდარ კრიმინალურ გარჩევაში სწორედ ცეცხლაძე მონაწილეობდა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ცეცხლაძე არ ყოფილა ერთადერთი პირი, რომელიც 28 წლის გიორგი ჯაბნიძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს.

თვითმხილველები ყვებიან, რომ დაინახეს, როგორ ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან გაქცევას დაჭრილი ჯაბნიძე, რომელსაც სავარაუდო დამნაშავეები მისდევდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობები ახალგაზრდას ჯერ დანით, შემდეგ კი იარაღიდან გასროლით მიაყენეს.

მუცლის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობებით 28 წლის გიორგი ჯაბნიძე საავადმყოფოში ადგილზე მყოფმა პირებმა გადაიყვანეს. თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მამაკაცი ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

მკვლელობის დეტალებზე საუბარი არ სურთ გარდაცვლილის მეგობრებს. გიორგი ჯაბნიძეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა. მას ძმაც წლების წინ მოუკლეს.

პირდაპირი მოწმეების ჩვენებების გარდა, გამოძიებას აქვს ვიდეოფაილებიც. დანაშაულის ეპიზოდი კარგად არის ასახული რამდენიმე სათვალთვალო კამერაზე, რომელიც ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ობიექტებზეა დამონტაჟებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100