სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჯერ გულში უსვრია, მერე ზურგში, დაჭრილიც ახალი გამოსული იყო ციხიდან" - დრონი.ჯი მიცკევიჩზე მომხდარი დაჭრის დეტალებით

თბილისში, მიცკევიჩის 23 ნომერში მამაკაცი დაჭრეს. 40 წლამდე ასაკის მამაკაცს ჭრილობა საკუთარ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენეს.

როგორც დრონი.ჯის ადგილობრივმა მაცხოვრებელმა განუცხადა, 40 წლამდე მამაკაცმა თავად გაუღო კარი პირს, რომელმაც იარაღიდან გაისროლა ჯერ გულის მიმართულებით, შემდეგ კი ზურგის არეში. მაცხოვრებელი იმასაც ამბობს, რომ დაჭრილი ახალი გამოსული იყო ციხიდან და ის ნასამართლევია.

"კარი თვითონ გაუღია, როგორც თქვეს იცნობდნენ ერთმანეთს, ერთი სასტავიდან იყვნენო, ეტყობა რაღაც ვერ გაიყვეს, მერე ამას უსვრია ჯერ შიგ გულში, მერე კიდე ზურგში და მერე გაქცეულა. თავად დაჭრილიც ახალი გამოსული იყო ციხიდან, ცოლი და ერთი შვილი ჰყავს" - ამბობს ჩვენთან საუბარში მეზობელი.

დრონი.ჯი-ს ინფორმაციით 40 წლამდე მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ექიმები ძალას არ იშურებენ, რომ მისი სიცოცხლე გადაარჩინონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით 1979 წელს დაბადებული შ. ჩ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი შ. ჩ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100