სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკუშა კანდელაკი ლეგენდარული ქუინსი ჯონსის გუნდის წევრი გახდა

საქართველოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანის პროცესში მონაწილეობის შემდეგ ნიკუშა კანდელაკი არამხოლოდ ქართულმა საზოგადოებამ, არამედ მსოფლიო შოუ-ბიზნესში მოღვაწე ადამიანებმაც კარგად გაიცნეს.

ქართველი ახალგაზრდა, რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტში მუსიკის ინდუსტრიის მართვას სწავლობს, დღეს ჩვენი რეგიონის მუსიკალური ინდუსტრიის ერთადერთი კვალიფიცირებული მენეჯერია და მისი შრომა და შესაძლებლობები არამხოლოდ საქართველოში არამედ ქვეყნის გარეთაც დაფასდა. ამის შესახებ კანდელაკი პირად ფეისბუქ გვერდზე წერს.

„დღეს თავს ღვთისგან კურთხეულად ვგრძნობ.

მრავალწლიანი შრომის შემდეგ, ჩემი მცდელობები იმაზე მეტად დაფასდა ვიდრე ველოდი.

რამდენიმე დღის წინ მეილი მივიღე და დაუჯერებელი ახალი ამბავი შემატყობინეს. ხანგრძლივი პროცედურების შემდეგ, მე მივიღე შესაძლებლობა გავხდე Quincy Jones Productions-ის ჯგუფის წევრი, რაც მომცემს საშუალებას მივიღო შეუფასებელი ცოდნა და გამოცდილება 2017 წლის იანვრიდან.

ძალიან დიდი პატივია საკუთარი თავის მიძღვნა ცოცხალი ლეგენდის ქუინსი ჯონსისა და მისი არაჩვეულებრივი გუნდისთვის. მე მაქსიმალურად ვეცდები გავამართლო ამ გუნდის იმედები და მოლოდინები.

მადლობა ყველას ვინც მხარს მიჭერდა ამ წლების განმავლობაში.

გაკვეთილი N1: ყოველთვის მიეცი საკუთარ თავს მოტივაცია გულმოდგინე შრომისთვის და ერთ დღეს შედეგიც მოვა“ - წერს კანდელაკი პირად ფეისბუქ გვერდზე.

სასიხარულო და საამაყო ახალი ამბის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად და დეტალების გასარკვევად დრონი.ჯი თავად ნიკუშა კანდელაკს გაესაუბრა.

-საიდან გაიგეს თქვენს შესახებ ქუინსი ჯონსის პროდიუსერებმა?

-ბათუმში ჯაზ ფესტივალზე როცა ვიყავი, გავიცანი მენეჯერი. მას ვთხოვე და მომცა კონტაქტი ვისაც ეხება კადრების შერჩევა. მერე მქონდა რამდენიმე ეტაპიანი გასაუბრება, გამაგზავნინეს საბუთები და დამაწერინეს თემა რომელიც ქუინსის უნდა წაეკითხა.

-კონკრეტულად რა მოვალეობები გექნებათ?

Quincy Jones Productions-ი მენეჯმენტს უწევს თითქმის 30 არტისტს. ამას გარდა ხსნის ახალ დარბაზს, აქვს თავისი ხაზი ყურსასმენების და პირველად თავის ისტორიაში უშუვებს ალბომს სადაც იქნება ოპერა. ამ კველა განხრასჰი უნდა ჩამიტარონ ტრენინგი.

-რა უფრო მიმზიდველია თქვენთვის ამ სამსახურში, ფინანსური დაინტერესება თუ საქმე რომელიც უნდა აკეთოთ?

-ფინანსური მხარე საერთოდ არ მაინტერესებს დღეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია გამოცდილება და ცოდნა რომელსაც მივიღებ.

-საქართველოში მომღერლების ჩამოყვანის პროცესში მონაწილეობისთვის დრო გექნებათ ისევ?

-კი, ეხლაც აქტიურად ვმუშაობ. ამას გარდა სხვა პროექტებშიც ვარ ჩართული.

-კონკრეტული გეგმები გაქვთ თუ არა უკვე ქუინსი ჯონსთან თანამშრომლობის პროცესისთვის და პირველს რას გააკეთებთ როცამუშაობას შეუდგებით?

-ჯერ არა. ვიცი რო იანვარში ვიწყებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100