სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აპლიკაცია, რომელიც სამთო-სათხილამურო კურორტებზე გზამკვლევად გამოგადგებათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით ავსტიულმა კომპანიამ „INTERMAPS“ შექმნა კომპანიის ლოგოზე მორგებული, უნიკალური დიზაინის მქონე ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს 4 სამთო კურორტს - გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია. აპლიკაციის პრეზენტაცია გაიმართება ხვალ, 11:00 საათზე ტექნოპარკში.

კომპანიას „INTERMAPS“ დღესდღეობით შექმნილი აქვს მსგავსი აპლიკაცია 2200 კურორტისთვის, რომელიც აერთიანებს 2,9 მილიონ მომხმარებელს. დღეიდან კი უკვე ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიის და სხვა წამყვან კურორტებს შორის, ფიგურირებს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებიც.

კურორტების ცნობადობის ამაღლებისა და ვიზიტორების რიცხვის ზრდისათვის მთის კურორტების განვითარების კომპანია აქტიურად მუშაობს სხვადასხვა ინოვაციურ და ასევე, უკვე აპრობირებულ ტურისტულ პროდუქტებზე, როგორიცაა მობილური აპლიკაცია. აღნიშნული აპლიკაცია არის უნიკალური ტურისტული გზამკვლევი, რომელიც მომხარებელს აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას ერთდროულად რამდენიმე სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ.

აპლიკაციაში შესაძლებელია მომხმარებელმა მიიღოს ინფორმაცია ზამთრის აქტივობების, აბონემენტის ფასებისა და კურორტზე არსებული სხვა სერვისების შესახებ. იგი იძლევა საშუალებას რეალურ რეჟიმში მომხარებელმა ნახოს ამინდის პროგნოზი, ისარგებლოს ვებ-კამერებით, შეამოწმოს თოვლის სიმაღლე, ზვავის საშიშროების დონე, კურორტამდე მისასვლელი გზის მდგომარეობა, საბაგიროების სამუშაო საათები, და ა.შ

აპლიკაციაში ასევე ინტეგრირებული რუკები, იძლევა დამატებით ინფორმაციას საბაგიროებისა და სასრიალო გზების რაოდენობისა, მდგომარეობისა და ტიპის შესახებ.

აპლიკაციას აქვს ფუნქცია რის შემდეგადაც, დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს საკუთარი სრიალის დღეების დაფიქსირებას და GPS მონაცემების შენახვას.

ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ასევე არის სამაშველო სამსახურის გამოძახება, რომელიც ღილაკის მარტივი დაჭერით ხორციელდება.

აღნიშნული აპლიკაცია წარმოადგენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებას, რაც აქტიურად ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას და ვიზიტორების რიცხვის ზრდას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100