გამოვრიცხავ, რუსი დრამერის სცენაზე აყვანა წინასწარ არ ყოფილიყო შეთანხმებული - LOUDspeakers-ის სოლისტი
LOUDspeakers-ის სოლისტი "პირველებთან" სკანდალურ კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ the killers -ის სოლისტის მიერ რუსი დრამერის სცენაზე აყვანა წინასწარ არ იყო შეთანხმებული.
მისი თქმით, როდესაც ცნობილ ჯგუფებსა თუ მომღერლებს ვინმე სცენნაზე აჰყავთ, ასეთი ამბები ყოველთვის წინასწარ არის შეთანხმებული.
the killers -ის მენეჯმენტმა ჩვენი საუნდჩეკისთვის დრო არ დაგვიტოვა, რუსი დრამერი, რომელიც აიყვანეს სცენაზე, სოლისტი ჯერ დაინტერესდა ამ ადამიანის ეროვნებით რამდენჯერმე. მერე ხალხს ჰკითხა ავიყვანო სცენაზეო. ხალხის პროტესტის მიუხედავად, აიყვანა მაინც სცენაზე. მე გამოვრციხავ, რომ სოლისტმა მსმენელიდან უბრალოდ აიყვანა რუსი დრამერი და ეს წინასწარ არ იყო შეთანხმებული. როგორც მსმენია, რობი ვილიამს აჰყავდა ხოლმე გოგონა სცენაზე და კიდევ სხვებს. მე როგორც ვიცი, ასეთი ამბები წინასწარ არის შეთანხმებული". - ამბობს LOUDspeakers-ის სოლისტი.
საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოწვეული ჯგუფის the killers სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.
დარბაზში შეკრებილი მსმენელის ნაწილის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მოსმენის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა.
აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია". თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა
კომენტარი