სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის დაფინანსებით დაფრთიანებული ოპოზიციური პარტიები

მთავარმა პროკურატურამ დღეს პარლამენტში გადააგზავნა დეპუტატ გია თორთლაძის საპარლამენტო შეკითხვის პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაფინანსება მიიღო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ნოემბერ–დეკემბერში.

მართალია, მანამდეც არსებობდა ეჭვი, რომ რამდენიმე პარტია, თუ პირადად ივანიშვილისგან არა, მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციებიდან ფინანსდებოდა, მაგრამ შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ გია თორთლაძის ბოლოდროინდელი განცხადებების მიხედვით, საქართველოში ოქტომბრის ბოლოდან დაიწყო რუსული ფულის შემოდინება, რაც ივანიშვილს უკავშირდება. დეპუტატი აცხადებდა, რომ ამ ფულით ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციურ პარტიებს აფინანსებდა.

დაფინანსებულ–დაფრთიანებული ოთხი პარტიის დაფინანსების ხარჯები ასე გამოიყურება:

პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი დემოკრატები":

მათ ნოემბერში ას–ასი ათასი ლარი მიიღეს ქვემოთჩამოთვლილი ყველა კომპანიისგან:

ბანკი "ქართუსგან"; სს "ქართუ ჯგუფისგან"; შპს "ფინსერვისისგან"; შპს "ინტერკონსტალტინგი პლუსისგან"; შპს "ელიტა ბურჯისგან"; შპს "ქართული მენეჯმენტისგან"; შპს "ქართული ჰოლდინგისგან", ხოლო დეკემბერში "თავისუფალმა დემოკრატებმა" იგივე თანხა შპს "კალა კაპიტალისა" და შპს "კოლხეთისგან" მიიღეს.

პოლიტიკური გაერთიანება "ხალხის პარტი" დაფინანსება მიღებული აქვს შემდეგი კომპანიებიდან:

სს "ბანკი ქართუ" – 100 000 ლარი;

შპს "ფინსერვის-21” – 100 000 ლარი;

შპს "ფინსერვისი" – 100 000 ლარი;

შპს "ელიტა ბურჯი" – 100 000 ლარი,

შპს "ქართუ ჯგუფი" – 100 000 ლარი;

შსპ "ქართუ მენეჯმენტი" – 100 000 ლარი;

შპს "ინტერკონსალტინგი პლუსი" - 100 000 ლარი;

შპს "კალა კაპიტალი" – 100 000 ლარი,

შპს "კოლხეთი" – 100 000 ლარი;

"კონსერვატიული პარტია" :

შპს "კომპლექს-სერვისი" – 100 000 ლარი;

სს ბანკი "ქართუ" – 100 000 ლარი;

შპს "ბურჯი" - 100 000 ლარი;

სს "ქართუ ჯგუფი" - 100 000 ლარი;

შპს "ფინსერვისი" - 100 000 ლარი;

შპს "ინტერკონსალტინგი პლუსი" - 100 000 ლარი;

შპს "ქართუ მენეჯმენტი" - 100 000 ლარი;

შპს "ელიტა ბურჯი" - 100 000 ლარი;

შპს "ფინსერვისი-21" - 100 000 ლარი;

შპს "კოლხეთი" - 100 000 ლარი;

შპს "კალა კაპიტალი" - 100 000 ლარი. "კონსერვატიულმა პარტიამ" აღნიშნული დაფინანსება მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღო.

"საქართველოს რესპუბლიკურ პარტია":

მათ მიმდინარე წლის ნოემბერში მიიღეს – სს "ბანკი ქართუდან" - 100 000 ლარი; ასევე:

შპს "ბურჯი" - 100 000 ლარი;

შპს "კომპლექსერვისი" – 100 000 ლარი;

სს "ქართუ ჯგუფი" - 100 000 ლარი;

შპს "ბურჯი" 100 000 ლარი;

შპს "ფინსერვისი" - 100 000 ლარი;

შპს "ინტერკონსტალტინგი პლუსი" - 100 000 ლარი;

შპს "ელიტა ბურჯი" - 100 000 ლარი;

შპს "ქართუ მენეჯმენტი" - 100 000 ლარი;

შპს "ქართული ჰოლდინგი" - 100 000 ლარი.

რაც შეეხება "რესპუბლიკური პარტიის" მიერ დეკემბერში მიღებულ დაფინანსებას; მათ მიმდინარე წლის დეკემბრში შპს "კალა კაპიტალისგან" და შპს "კოლხეთისგან" 100 000-100 000 ლარი მიიღეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100