მეცნიერების ახალი აღმოჩენა აფრიკაში
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პალეონტოლოგებმა ავსტრალოპითეკის სრულიად ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში უკვე დაიბეჭდა ხუთი სხვადასხვა მკვლევარის ამდენი სტატია. სხვადასხვა მონაცემები მეტყველებს, რომ ეს სახეობა ჰომოსაპიენსს უახლოვდება. როგორც ირკვევა, ადამიანის ეს წინაპარი არქეოლოგებმა ჯერ კიდევ 2008 წელს აღმოაჩინეს, თუმცა მის შესახებ ცნობები მხოლოდ ახლა გამოჩნდა. სამეცნიერო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ძვლების ხნოვანება 1 977 000 წელია. აღმოჩენილი ავსტრალოპითეკი, აგებულების მიხედვით, გარკვეულწილად, ჰომოსაც წააგავს. იმისათვის, რომ მკვლევარებმა, ამ ახალი აღმოჩენის შესახებ უფრო ზუსტი მონაცემები მიიღონ, საჭიროა საერთო დეტალური ანალიზი. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის ზუსტად დადგენა, არის თუ არა ახალაღმოჩენილი „აფრიკელი“ თანამედროვე ადამიანის ყველაზე უძველესი წინაპარი.
კომენტარი