ძლიერი ხანძარი ჩერნობილში - ცეცხლი 10 ჰექტარზე გავრცელდა
ჩერნობილის დახურულ ზონაში გამხმარ ბალახს ცეცხლი მოეკიდა, ხანძარი 10 ჰექტარზე გავრცელდა, უკრაინის სამართალდამცავებმა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, გავრცელებული ინფორმაციით ადგილზე ჩირაღდნებია ნაპოვნი, გამოძიება დაადგენს მათ კავშირს ხანძრის გაჩენასთან. უკრაინის მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზაციას ცდილობენ, გავრცელების არეალი 6 ჰექტარამდე შემცირდა. ჩერნობილის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიევში და ბელორუსში რადიაციული ფონი ნორმაშია.
კომენტარი