„ამ პოლიტიკოსების მოქმედება სახელმწიფო ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის“
კვირის მთავარ თემად ლარსის საბაჟო პუნქტის გახსნა იქცა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ლარსის გახსნა რისკის შემცველია, რაზეც ხელისუფლებას თავისი კონტრარგუმენტი აქვს. კვირის მთავარ თემათა სიაში აღმოჩნდა ჯერ ბურჯანაძის, შემდეგ კი ნოღაიდელის კრემლში ვიზიტიც. ოპოზიციის ნაწილი ქართველი პოლიტიკოსების მოსკოვში ვოიაჟებს მწვავედ აფასებს და მიიჩნევს, რომ მათი მოქმედება სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, რაც ღალატს ნიშნავს.
აღნიშნულ პროცესებს „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ პოლიტიკური შეფასება მისცა. ამ საკითხების გარდა, „დრონი.ჯი“-სთან გიორგი თარგამაძემ არჩევნებზე და ოპოზიციაში მომხდარ კატაკლიზმებზეც ისაუბრა.
„დრონი.ჯი“: თქვენ არ იყავით თანახმა საქართველოს ხელისუფლებას გაეხსნა ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი. რატომ მიგაჩნიათ, რომ ლარსის გახსნა რისკის შემცველია?
გიორგი თარგამაძე: ხელისუფლება წინააღმდეგობაში მოდის მის მიერვე საზოგადოებაში არაერთხელ საჯაროდ დემონსტრირებულ ლოგიკასთან. საქართველო რუსეთთან საომარ მდგომარეობაშია, ასეთ ფრაზეოლოგიას ხშირად გაიგებთ ქვეყნის პირველი პირებისგან. გაუგებარია, არ უფრთხოდე ისეთი ტიპის გადაწყვეტილებების შედეგებს, რომელმაც შესაძლებელია მეტი საშუალება მისცეს ჩვენდამი მტრულად განწყობილ ქყეყანას.
საქართველოს საზღვარზე დარიალი რიგითი მონაკვეთი არ არის. ეს არის სამხრეთ კავკასიის გასაღები. ეს ისტორიულად ასე იყო და ახლაც ასეა. ეს არის თემა, რომელიც ე.წ. შლაგბაუმის დაწევა არდაწევას არ უკავშირდება. კვალიფიციური მიდგომაა საჭირო. ჩვენ იდეაში საზღვრების გახსნის წინააღმდეგები არა ვართ.
პირიქით, საქართველო ინვესტორებისთვის მაქსიმალურად ადვილად ხელმისაწვდომი ქვეყანა უნდა გახდეს. საქართველო, როგორც სახელმწიფო, ყველა საფრთხის გათვალისწინებით არ იყო მზად ამ საზღვრის გახსნისთვის. მთავარი მოტივაცია ის მუქარაა, რომელიც საჯაროდ ისმის რუსეთის ფედერაციის მხრიდან.
კონკრეტულად ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზში მოქმედებს არა ერთი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა მუშაობის მთავარი მიზანი ერთიანი ოსეთის აღდგენაა. „ცენტრალნაია ასეტიად“ განიხილება თრუსოს ხეობა. იქ პირდაპირ მიმდინარეობს ამ თემებზე არათუ მსჯელობა, არამედ მოწოდებები.
ეს არ ხდება იატაკქვეშეთში, არამედ ღიად. აღნიშნული არასამთავრობოების მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენლები. მეორე ფაქტორიცაა. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ჩვენ საკითხი უნდა განვიხილოთ არა ერთი, რომელიმე კონკრეტული საზღვრის, არამედ ბოლოდროინდელ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში. თუკი მივყვებით ლოგიკას, რომ რუსეთს არ შეუსრულებია ამოცანა, რომელიც სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ჰქონდა, ეს ნიშნავს იმას, რომ გეგმაში რჩება ცხელი წერტილების გაღვივება. ერთ-ერთ ასეთ პრობლემატურ რეგიონად შეიძლება იქცეს ეს რეგიონი.
ერთ-ერთი ხეობის რამდენიმე სოფელში ეთნიკურად ოსი ოჯახები სახლობენ. ისინი დღეს არიან გადასულები ვლადიკავკაზში. ამიტომაც ამ კუთხით მოძრაობის გააქტიურებამ შესაძლებელია კონფლიქტების ინსპირაციის წინაპირობები შექმნას. კონფლიქტის გაღვივებისთვის საკმარისია მცირე ასეთი კერების შექმნაც. ეს პრობლემა ნამდვილად არის ყაზბეგის რაიონში, სადაც მიგრაციის პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო. როცა ყაზბეგზე ვამახვილებთ ყურადღებას, მხოლოდ შლაგბაუმის ამაღლება-დადაბლებაზე არ ვსაუბრობთ, არამედ კომპლექსურად რეგიონის პრობლემაზე.
იქიდან მოსახლეობა ნელ-ნელა მიდის და რეგიონი იცლება. სამსახურებრივად მესაზღვრის გარდა იქ საზღვრის დაცვა უნდა უზრუნველყოს ადგილობრივმა მოსახლეობამაც. ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის პარალელურად უნდა შემუშავდეს სახელმწიფო პოლიტიკა. რეგიონში უნდა შეიქმნას ეკონომიკური წინაპირობა.
– ლარსის გახსნას ხელისუფლების მხრიდან მიეცა განმარტება, რომ საზღვარი თავის დროზე საქართველოს ხელისუფლებას არ ჩაუკეტია, არამედ რუსეთის სურვილით მოხდა...
– გასაგებია, მაგრამ იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, რა ეკონომიკურ სარგებელს იღებს საქართველო ლარსის გახსნით. იქ საქართველოს ტვირთების მისვლა-მოსვლა არ ხდება. ხდება მხოლოდ მესამე ქვეყნებისთვის, ძირითად ხეირს კი სომხეთი ნახულობს. ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რომ ჩვენს მეზობლებს დავეხმაროთ. წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო ეკონომიკურად ბევრს დაკარგავს, რადგან იმ ტვირთების ძირითადი ნაწილი, რომელიც სომხეთისთვის ფოთის და ბათუმის პორტის გავლით გადიოდა, დღეს ყაზბეგის გამშვებ პუნქტზე გადანაწილდება.
პოლიტიკურადაც წამგებიან მდგომარეობაში ვართ. საქართველოს ხელისუფლებას უნდა მოეთხოვა საზღვრის გახსნის პარალელურად იმ რეჟიმის აღდგენა, რასაც ნორმალური ურთიერთობები ჰქვია. უნდა აღდგეს საავიაციო მიმოსვლაც. ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, უნდა ვიზრუნოთ. უნდა აღდგეს ქართული პროდუქტის თავისუფალი მიმოქცევა რუსულ ბაზარზე, მითუმეტეს, რომ ჩვენ მოღიავებული გვაქვს ეკონომიკური საზღვრები. ახლა უკვე მუდმივად მკაცრად უნდა განხორციელდეს ადგილზე სიტუაციის კონტროლი. საეჭვო პირების გადაადგილება ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებმა კონტროლზე უნდა აიყვანონ, რათა დასაწყისშივე გამოირიცხოს პროვოკაციები.
– თუ რუსეთი კვლავ გეგმავს ოკუპაციას, როგორ ფიქრობთ, ეს ხეობა დაკეტილიც რომ ყოფილიყო, რუსეთი ვერ განახორციელებდა თავის მიზნებს, რამდენად შეაკავებდა დაკეტილი საზღვარი აგრესორს?
– ჩევნ ვსაუბრობთ საფრთხეების პრევენციაზე. ამ ლოგიკით თუ მივყვებით და რუსეთმა გადაწყვიტა, ოკუპაციის საბაბი რამენაირად ხელში მოიგდოს, შეიძლება საზღვარი საერთოდ არ გამოიყენოს და თბილისის ცენტრში ატომური ბომბი ჩამოაგდოს. როცა ამ ტიპის საზღვარი იხსნება, დაძაბულობის რაკურსის მომატება უფრო ადვილია, ვიდრე ჩაკეტილი საზღვრის პირობებში. საფრთხე და შესაძლებლობა ამ კუთხით გაიზარდა.

– ოპოზიცია ლარსის გახსნას ძალიან ბევრ რამეს უკავშირებს. საუბრობენ, რომ ეს შესაძლებელია რუსეთთან დიალოგის წინაპირობად იქცეს და ამიტომაც ჩართეს სარქისიანიო. ერთ-ერთი ვერსიით, თითქოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რომ არ ეღიარებინა სომხეთს, საქართველოს ხელისუფლებამ ამიტომაც გახსნა ლარსი. თქვენ რომელ ვერსიას ეთანხმებით?
– არა მგონია ასეთი რამ სომხეთის ხელისუფლების დღის წესრიგში ყოფილიყო. სომხეთი არის საქართველოს მეზობელი სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ ისტორიული მეგობრობა გვაკავშირებს. გამომდინარე ამ ურთიერთობათა ტრადიციიდან და რაციონალური მოსაზრებებიდან, სომხეთში არასოდეს დადგება საკითხი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული სეპარატისტული ანკლავების აღიარებისა.
– როგორ ფიქრობთ, რატომ დადიან ასეთი ინტენსივობით და რას ელიან ქართველი ოპოზიციონერები გახშირებული ვიზიტების სანაცვლოდ კრემლისგან? ბევრმა ოპოზიციონერმა მომავალში წასვლის სურვილი გამოთქვა...
– ისინი რუსეთში სავიზიტოდ რა არგუმენტებსაც ასახელებენ, არ არის დამაჯერებელი. მორალურად რუსეთთან ასეთი ტიპის ურთიერთობა და ზედმეტი დიპლომატიური რევერანსები იმ ადამიანთან, რომელიც უშუალოდ ქართველი ხალხის სისხლის დაღვრაშია გარეული, გაუმართლებელია. ისტორიაში იყო შემთხვევები, როცა მოსისხლე მტერთანაც კი პოლიტიკოსი იძულებული იყო განეხორციელებინა დიალოგი, ხელი ჩამოერთმია და თავის თავთან მორალურ კომპრომისზე წასულიყო.
ეს პოლიტიკურად იმ შემთხევაშია გამართლებული, თუ ქვეყანა მიიღებს პოზიტიურ შედეგს. ჩვენი კრიტიკული და მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება ასეთი ტიპის მიმოსვლებთან სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ მხოლოდ მორალური კუთხიდან არ ვაფასებთ, არამედ პოლიტიკური მიზეზ-შედეგობრიობითაც. ეს შეხვედრები არის კონტრპროდუქტიული, ირაციონალური. ასეთმა შეხვედრებმა, რომ კონკრეტული დადებითი შედეგები მოიტანოს, არა მგონია, რადგან ერთი სიტყვაც არ დასცდენია რუსეთის ხელისუფლებას, რომ ოდნავ მაინც შეარბილებენ თავიანთ დამოკიდებულებას არა პრეზიდენტ სააკაშვილის, არამედ საქართველოსადმი.
ვგულისხმობ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას და მათი სამხედრო ბაზების გაყვანას, ტერიტორიის გაწმენდას. მე რაც მოვისმინე, დასკვნებიც იქიდან გამომაქვს. არ ვიცი რა ტიპის ფარული მოლაპარაკებები მიდის მათ შორის და რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ. მე ვხედავ რუსეთის ხელისუფლების საქართველოს ნგრევის პირდაპირ მიზანს. კრემლში მოსეირნე ქართველი პოლიტიკოსები ოცნებებს იმით იკმაყოფილებენ, რომ კრემლის მასიური მუხის კაბინეტებში დადიან. რუსეთის მიზანია კავკასიაში ახალი რეალობა შექმნას, რაც გულისხმობს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფოების არსებობას საქართველოს ტერიტორიის მიღმა. ამ დროს ჩვენ მივდივართ და ველეპარაკებით? ეს ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს. ეს ძირს უთხრის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ქმნის წინაპირობებს საიმისოდ, რომ რუსეთმა გააგრძელოს დღევანდელი პოლიტიკური ელიტისთვის მნიშვნელოვანი გეგმის განხორციელება. ეს არის საქართველოს დაქუცმაცება და თავიანთი გავლენის გაბატონება.
– უმრავლესობა და ოპოზიციის ნაწილიც ამბობს, რომ ეს არის ღალატი. საინტერესოა, რატომ არ იღებს ხელისუფლება გადამწყვეტ ზომებს?
– ამ პოლიტიკოსების მოქმედება სახელმწიფო ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. ეს ყველაზე მკაცრი შეფასებაა, რაც კი შეიძლება ოპოზიციონერმა გააკეთოს. რატომ არ იღებს ხელისუფლება ამისთვის ადეკვატურ ზომებს, ეს უკვე სამართლებრივი დეფინიციის კატეგორიაა. ხელისუფლება ამბობს, რომ ჯერჯერობით ეს პოზიციის ზეპირი დემონსტრირებაა და როგორც კი გადაიზრდება კონკრეტულ მოქმედებებში, შესაბამის ორგანოებს ექნებათ საბაბი, მიიღონ სამართლებრივად გადაწყვეტილება. მე. როგორც ქართველი პოლიტიკოსი, მკაცრად ვდგავარ იმ პოზიციაზე, რომ ასეთი ნაბიჯები და გამონათქვამები მოდის სახელმწიფო ინტერესებთან წინააღმდეგობაში.

კომენტარი