სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მანიმენი „ქარვასლაში“ გელით

შაბათს, 6 დეკემბერს, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლაში“ სწრაფი მიკროსესხების კომპანია „მანიმენი“ მომხმარებლებს პირადად შეხვდება და მათთვის ყველაზე მომგებიან პროგრამას გააცნობს. მათ ვისაც სურთ ყველაზე იაფი და სწრაფი სესხი, შესაძლებლობა მიეცემათ ადგილზე შეავსონ განაცხადი და ლოიალურობის პროგრამის მონაწილეები გახდნენ.

როგორც ცნობილია, moneyman.ge-მ რამდენიმე დღის წინ მომხმარებლებისთვის უპრეცედენტო აქცია წამოიწყო და მათ შესაძლებლობა მისცასაპროცენტოგანაკვეთი 15%-ითშეემცირონ, სესხის მაქსიმალური ვადა 10 კვირამდე გაზარდონ და რაც მთავარია, აიღონ სესხის მაქსიმალური თანხა - 1000 ლარი. ამისთვის, თქვენ, დაგჭირდებათ გაეცნოთ სესხის 5 კატეგორიას - „სტარტი“, „აფრენა“, „პილოტაჟი“, „ტურბო“ და „სუპერტურბო“ და გახდეთ პროგრამის მონაწილე.

სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, „მანიმენ“-ის პრომო გოგონები, რომლებიც 6 დეკემბერს, „ქარვასლაში“ გელიან, თქვენ, კიდევ უფრო გაგიმარტივებენ ყველაზე იაფი სესხის აღების პროცედურებს რათა საახალწლო საჩუქრების შესაძენად სასურველი თანხა უპრობლემოდმიიღოთ.

“MoneyMan”-ის პრომო გოგონებისგან, სავაჭრო ქსელ „ქარვასლაში“ თქვენ ასევე, შეიტყობთ,რომ კომპანია ბონუსების დაგროვების საშუალებასაც გაძლევთ. ბონუსური პროგრამა „მანიმენის“ მომხმარებლების ყველაზე სასურველი და მომგებიანი სერვისია. ბონუსებით თქვენ სესხზე დარიცხულ პროცენტს ფარავთ! ასევე, ბონუს-ქულების გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ გადაიხადოთ სესხის გახანგრძლივების სერვისი და თავიდან აიცილოთ ჯარიმები.

ონლაინ-სესხების კომპანია www.moneyman.ge -მ საქართველოს ბაზარზე შემოსვლიდან ძალიან მალე მოახერხა ადგილობრივი მომხმარებლებისთვის საუკეთესო საპროცენტო განაკვეთების შეთავაზება. კომპანიამ სწრაფად შეძლო მომხმარებლების ნდობის მოპოვება და აქტიურად გააგრძელა დანაპირების შესრულება, რომელიც მიზნად ონლაინ სესხების სერვისის ხელმისაწვდომობის ზრდასა და ამ გზით მომხმარებლების ფინანსური შესაძლებლობების გაუმჯობესებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100