სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აყალბებს თუ არა თიკა ჯამბურია ხმებს „მამიკოს ფულებით“?

„ახალ ხმაში“ თიკა ჯამბურიას ესემეს ლიდერობას, სოციალურ ქსელებში ინტენსიურად განიხილავენ. ხშირად იწერება, რომ ჯამბურია ხმებს „მამიკოს ფულებით“ აყალბებს და ამით დანარჩენი კონკურსანტები იჩაგრებიან.

აღნიშნულ საკითხზე droni.ge თავად დავის ობიექტის- თიკა ჯამბურიას, მის მწვრთნელს, ნინო ჩხეიძესა და „ახალი ხმის“ პროდიუსერ დავით იმედაშვილის გაესაუბრა

თიკა ჯამბურია: ძალიან გული მწყდება, რომ ასეთ რამეს მაბრალებენ. მინდა განვმარტო, რომ „ მამიკოს ფულებით“ ნამდვილად ვერაფერს ვიზამდი, რადგან ყველას მოეხსენება, რომ მამაჩემი რამდენიმე წელია უმუშევარია და ოჯახის რჩენა ჩემს კისერზეა და ჩემს ოჯახში მე ვმუშაობ მხოლოდ.

მამაჩემს დიდი ხანია ფული არ აქვს და ასეთი ცილისწამება ძალიან მებოროტება. მაგრამ მაინც მადლობელი ვარ ქართველი მაყურებლის, რადგან მიუხედავად ასეთი ენებისა, ქართველ საზოგადოებას თურმე უყვარს ჩემი სიმღერა და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღემდე ამ შოუში ვარ. ამ ყველაფერს მხოლოდ ჩემით მივაღწიე.

ნინო ჩხეიძე: ეს ნამდვილი ცილისწამებაა და სხვა არაფერი, მაგრამ არ მიკვირს, რადგან, როდესაც მე პირადად დავიწყე კარიერული წინსვლა, ჩემზე უარესი ამბავი იყო ატეხილი, მაგრამ, როგორც ხედავთ, მე დღეს წარმატებული მომღერალი ვარ და ენებს ჩემი კარიერისთვის ხელი არ შეუშლია.

თიკას შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ ის ძალიან ბევრს შრომს, ძალიან ნიჭიერია. ხალხის სიყვარულს ნამდვილად ვერ იყიდი, ამას დამსახურება უნდა. ეს ხალხი ასე რამ გააბოროტა ნამდვილად არ ვიცი. თიკა ამის გამო ძალიან ნერვიულობს. მინდა განვაცხადო, რომ თიკა ჯამბურიამ ნამდვილად დაიმსახურა ხალხის სიყვარული და ამიტომაც დაასახელეს sms ლიდერად.

დავით იმედაშვილი (ახალი ხმის პროდუსერი): მე ნამდვიალდ არ ვიცი ვისი მამა ყიდულობს ხმებს ან ვინ რას აყალბებს. მე ვიცი მხოლოდ ის, რომ ეს sms კონკურსია და ჩვენთან რამდენი sms და ზარიც ფიქსირდება, ზუსტად იმდენივეს ვუცხადებთ მაყურებელს.

უბრალოდ შეუძლებელია, რომ შემოსული ხმები გააყალბო. თუ თიკას, მეგობრები ან ნათესავები უმესიჯებენ, ეგ ჩვეულებრივი ამბავია და ეს ზოგადად პატარა ქვეყნის პრობლემაა, სადც მხოლოდ ახლობლები და მეგობრები აძლევენ ხმებს. აი დიდ ქვეყნებში კი ყველაფერი პირიქითაა და ხალხზეა დამოკიდებული გამარჯვებულის გამოვლენა, მაგრამ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ალბათ ეს ბუნებრივიცაა, რომ ასე ხდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100