სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლიბიელი მეამბოხეები დღეს ბენ–ვალიდში შესვლას გეგმავენ

ლიბიაში ამბოხებულები დღეს ქალაქ ბენ-ვალიდში შესვლას აპირებენ. ეს ქალაქი მუამარ კადაფის მხარდამჭერთა ბოლო დასაყრდენად ითვლება მას შემდეგ, რაც ადგილობრივ უხუცესებთან მიღწეულია შეთანხმება შეტაკებების თავიდან აცილების შესახებ. შეთანხმებას სავარაუდოდ დღეს მოეწერება ხელი. ამის შესახებ ინფორმაცია ”ალ-ჯაზირამ” გაავრცელა გარდამავალ საბჭოზე დაყრდნობით. მეამბოხეთა ძალები განაგრძობენ პოზიციების გამაგრებას ბენე-ვალიდის გარშემო. ეს ქალაქი ტრიპოლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 140 კილომეტრში მდებარეობს. კადაფის ადგილსამყოფელი კვლავაც უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100