სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლობიანი

მასალა:

რძე - 0.5 ლ

წყალი - 0.5 ლ

საფუარი - 15 გრ

შაქარი - 1 ჩ/კ

მარილი - 1 ჩ/კ

ზეთი - 3 ს/კ

ფქვილი - 2 კგ

ლობიო - 1 კგ

შავი წიწაკა - გემოვნებით

ქონდარი - 2 ჩ/კ

შევურიოთ ერთმანეთს თბილი წყალი და თბილი რძე 1:1 (უნდა გამოვიდეს 1 ლიტრი) დავამატოთ 1 ჩ/კ საფუარი,შაქარი და მარილი, კარგად ავურიოთ. დავაყაროთ ფქვილი, ავურიოთ და დავტოვოთ ცოტა ხნით, რომ ამოვიდეს. საკმაოდ ჩქარა ამოდის. როცა ცომი ამოვა დავამატოთ დანარჩენი ფქვილი, ჩავასხათ 2 ს/კ ზეთი და მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა გამოვიდეს ელასტიური. კიდევ ერთხელ დავტოვოთ ცომი, რომ ამოვიდეს. სანამ ცომი ამოდის, მოვამზადოთ გულსართი. მოვხარშოთ ლობიო. როცა მოიხარშება ჩავყაროთ საცერში და გავავლოთ ცივი წყლის ქვეშ. მოხარშული ლობიო გავატაროთ ხორცის მანქანაში, ან დავჭყლიტოთ. დავამატოთ მარილი, ქონდარი წიწაკა და ყველაფერი კარგად ავურიოთ. ტაფაზე დავყაროთ დაჭრილი ღორის ქონი ან ბეკონი და შევბრაწოთ. გამდნარი ქონი ჩავასხათ ლობიოში და კარგად ავურიოთ. ცომი ამოვიღოთ და გავყოთ 12 ნაწილად. დავამრგვალოდ და დავტოვოთ ცოტა ხნით რომ ამოვიდეს. ამის შემდეგ გავაბრტყელოთ, ჩავდოთ გულსართი და შევკრათ როგორც ხინკალი. ლობიანის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 1 სანტიმეტრს. შევწვათ ლობიანი ორივე მხრიდან გაცხელებულ ტაფაზე, სასურველია არანაირი ცხიმი არ ვიხმაროთ. ცეცხლი უნდა იყოს დაბალი. როცა შეიბრაწება ამოვიღოთ თეფშზე და წავუსვათ კარაქი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100